Sunday, November 19, 2017

ჟვანიას ლელომ "სტად ფრანსეს'' მოაგებინა. (ვიდეო)



  19 ნოემბერს ტოპ 14-ის მორიგი ტური გაიმართა, სადაც ზურაბ ჟვანიას ''სტად ფრანსემ'' საკუთარ კედლებში ''ოიონა" მიიღო.

 ჟვანია სათადარიგოდან 48-ე წუთზე ჩერთო მატჩში, შემოსვლიდან 3 წუთში ლელოც გაიფორმა და ანგარიში 32-16 გახადა. ჟვანიას ლელოს დადებისთანავე 2 წუთში ლელო ამჯერად ოკონორმა გაიფორმა. დარჩენილ დროში ''სტად ფრანსეს" ქულა აღარ გაუკეთებია, ხოლო "ოიონამ" მეტოქეს 3 ლელო გაუტანა, მაგრამ ეს მოგებისთვის საკმარისი აღარ აღმოჩნდა.
 "სტად ფრანსე" 18 ქულით მე-11 ადგილას იმყოფება, ხოლო "ოიონა" 8 ქულით ბოლო პოზიციაზეა.
 ჟვანიას "სტად ფრანსეს" მომდევნო მატჩი მჭედლიძის და თეთრაშვილის "აჟენთან" 25 ნოემბერს  21:00 საათზე ელის.

Saturday, November 18, 2017

18 ნოემბრის საუკეთესო ლელოები. (ვიდეო)


იაპონიამ ტონგა გაანადგურა. (ვიდეო)


უელსი - საქართველო 13-6. (ვიდეო)


პირველი ტაიმი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა და ანგარიშიც მეშვიდე ქუთზე გატანილი ჯარიმით სწორედ მათ გახსნეს - 3:0.

საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე შეტევის მცდელობა სცადეს, თუმცა უელსელები დაცვაში დომინირებდნენ. მეცხრამეტე წუთზე კი პირველი ლელო გაიტანეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 10:0.

 უელსის ლელოს შემდეგ ქართველი მორაგბეები გააქტიურდნენ და ლელოსთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა მასპინძლებმა ბორჯღალოსნების შეტევა მოიგერიეს და კონტრშეტევაზე 25-ე წუთზე მეორე ლელო ამოსმა დადო, თუმცა მთავარმა არბიტრმა ვიდეორეფერის დახმარებით წინპასი დააფიქსირა და უელსელთა ნახევარზე შერკინება დაინიშნა. შერკინებისას უელსელები დაჯარიმდნენ, სოსო მათიაშვილმა კი ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 29-ე წუთზე შეამცირა - 10:3.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, თუმცა უელსელებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს.

მეორე ტაიმში მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ქართველ მორაგბეებმა რამდენჯერმე ლელოს დადების შანსიც ჰქონდათ.

50-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა მორიგი მოპოვებული ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში ოთხ ქულამდე შეამცირა - 10:6.

62-ე წუთზე უელსელები ზუსტი ჯარიმით შვიდბურთიანი უპირატესოა მოიპოვა - 13:6.

69-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავი ხანგრძლივი შეტევა მოაწყვეს, თუმცა ლელომდე 5-მეტრიან ზონაში უელსელები დაჯარიმდნენ. შერკინებაში რამდენიმე ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა შერკინების ბოლო მცდელობა დაატრიალეს და უელსელთა ხუთმეტრიან ზონაში დაჯარიმდნენ.

მატჩის მიწურულს, საქართველოს ნაკრებმა კვლავ კარგად შეუტია და უელსელთა პირველხაზელი ტომას ფრანსისი მსაჯმა გაასინბინა. ქართველმა მორაგბეებმა ბურთი აუტში გადააგდეს, მოლი შეკრეს, უელსელების ლელოსთან ახლოს შეტევის რამდენიმე ფაზა განახორციელეს, თუმცა დაჯარიმდნენ და მატჩი 13:6 დასრულდა.

Sunday, November 5, 2017

მერაბ კვირიკაშვილის მორიგი საოცარი ლელო დიდ 10-ში. (ვიდეო)

დიდი 10-ის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში, მოქმედმა ჩემპიონმა გორის ‘ჯიქმა’ ექს-ჩემპიონ ‘ლელო-სარასენსს’ უმასპინძლა და 7:20 დამარცხდა.
 51-ე წუთზე ბორჯღალოსანმა მერაბ კვირიკაშვილმა გაიბრწყინა. მან მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და 40-მეტრიან წყვეტილთან ხაზი გაჭრა, მერე ორ მბოჭავს სასწაულებრივად დაუსხლტა და ულამაზესი, ინდივიდუალური ლელო გაიტანა.

                                      ვიდეო