Monday, December 25, 2017

რაგბის საოცარი მომენტები, ლელოები, ოფლოუდები და მოძრაოებები. (ვიდეო)


ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ტექსტს: "ვიდეო" ან ზემოთ მოცემულს სურათს.
                                   ვიდეო

Click On Image To Wiew Video



Sunday, December 24, 2017

კაკაბაძემ კლერმონს წააგებინა.(ვიდეო)

კოლელიშვილის და კაკაბაძის "კლერმონი" 23 დეკემბერს ტოპ 14-ის მორიგ ტურში "პალუაზს" ესტუმრა და კაკაბაძის "სულელური" ჯარიმის გამო 22-21 დათმო.


  მატჩის 82-ე წუთზე როდესაც თამაში შეჩერებული იყო კაკაბაძემ მეტოქეს სახეში მუშტი ჩაარტყა, რის გამოც იგი მსაჯმა მოედნიდან ყვითელი ბარათით გააძევა და ჯარიმა "პალუაზის" სასარგებლოდ დანიშნა, ამ დროს ანგარიში 19-21 იყო. მასპინძლების დამრტყმელს ამ ჯარიმის გატანა არ გაჭირვებია და მატჩი 22-21 დასრულდა.

                                                    ვიდეო

Sunday, November 19, 2017

ჟვანიას ლელომ "სტად ფრანსეს'' მოაგებინა. (ვიდეო)



  19 ნოემბერს ტოპ 14-ის მორიგი ტური გაიმართა, სადაც ზურაბ ჟვანიას ''სტად ფრანსემ'' საკუთარ კედლებში ''ოიონა" მიიღო.

 ჟვანია სათადარიგოდან 48-ე წუთზე ჩერთო მატჩში, შემოსვლიდან 3 წუთში ლელოც გაიფორმა და ანგარიში 32-16 გახადა. ჟვანიას ლელოს დადებისთანავე 2 წუთში ლელო ამჯერად ოკონორმა გაიფორმა. დარჩენილ დროში ''სტად ფრანსეს" ქულა აღარ გაუკეთებია, ხოლო "ოიონამ" მეტოქეს 3 ლელო გაუტანა, მაგრამ ეს მოგებისთვის საკმარისი აღარ აღმოჩნდა.
 "სტად ფრანსე" 18 ქულით მე-11 ადგილას იმყოფება, ხოლო "ოიონა" 8 ქულით ბოლო პოზიციაზეა.
 ჟვანიას "სტად ფრანსეს" მომდევნო მატჩი მჭედლიძის და თეთრაშვილის "აჟენთან" 25 ნოემბერს  21:00 საათზე ელის.