უელსის ლელოს შემდეგ ქართველი მორაგბეები გააქტიურდნენ და ლელოსთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა მასპინძლებმა ბორჯღალოსნების შეტევა მოიგერიეს და კონტრშეტევაზე 25-ე წუთზე მეორე ლელო ამოსმა დადო, თუმცა მთავარმა არბიტრმა ვიდეორეფერის დახმარებით წინპასი დააფიქსირა და უელსელთა ნახევარზე შერკინება დაინიშნა. შერკინებისას უელსელები დაჯარიმდნენ, სოსო მათიაშვილმა კი ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 29-ე წუთზე შეამცირა - 10:3.
პირველი ტაიმის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, თუმცა უელსელებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს.
მეორე ტაიმში მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ქართველ მორაგბეებმა რამდენჯერმე ლელოს დადების შანსიც ჰქონდათ.
50-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა მორიგი მოპოვებული ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში ოთხ ქულამდე შეამცირა - 10:6.
62-ე წუთზე უელსელები ზუსტი ჯარიმით შვიდბურთიანი უპირატესოა მოიპოვა - 13:6.
69-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავი ხანგრძლივი შეტევა მოაწყვეს, თუმცა ლელომდე 5-მეტრიან ზონაში უელსელები დაჯარიმდნენ. შერკინებაში რამდენიმე ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა შერკინების ბოლო მცდელობა დაატრიალეს და უელსელთა ხუთმეტრიან ზონაში დაჯარიმდნენ.
მატჩის მიწურულს, საქართველოს ნაკრებმა კვლავ კარგად შეუტია და უელსელთა პირველხაზელი ტომას ფრანსისი მსაჯმა გაასინბინა. ქართველმა მორაგბეებმა ბურთი აუტში გადააგდეს, მოლი შეკრეს, უელსელების ლელოსთან ახლოს შეტევის რამდენიმე ფაზა განახორციელეს, თუმცა დაჯარიმდნენ და მატჩი 13:6 დასრულდა.